საქართველოში კოვიდინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 11:44
საქართველოში კოვიდინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მისივე თქმით, დღეს კორონავირუსით გარდაცლილი ოთხი პაციენტიდან ორი თბილისში, ორი კი ბათუმში მკურნალობდა.

„კრიტიკული პაციენტია 70-ზე მეტი. ჩვენ ცენტრში ამჟამად არის 64 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებასა და რეანიმაციაში იმყოფება ექვსი პაციენტი, ოთხი არის სიპაპრეჟიმზე. უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა გახლავთ საშუალოზე მძიმე და მძიმე“, – განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 7 827 პაციენტი. და გარდაიცვალა 128 ადამიანი.