კახა კალაძე ბათუმის აქციაზე - აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 11:52
კახა კალაძე ბათუმის აქციაზე - აშკარად  ორი  ვირუსი  გვაქვს  დასაძლევი

აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი, - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე ბათუმში, "ნაცმოძრაობისა" და გერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას.

"პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს ‘’ფეხებზე ჰკიდიათ"? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი....დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი", - წერს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში 16 ოქტომბერს გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშიამ" აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს.