ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 13:38
ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს და ის მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

მათივე ცნობით, მანამდე covid-19 დაუდასტურდათ ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანს, თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავარ სანიტარულ ექიმსა და ე.წ. მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს. 

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ სამაჩაბლოში კორონავირუსის 227 შემტხვევა არის დაფიქსირებული.