ოკუპირებულ ცხინვალში covid-19-ით პირველი ადამიანი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 14:47
ოკუპირებულ ცხინვალში covid-19-ით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ სამაჩაბლოში ახალი კორონავირუსის შედეგად პაციენტი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ლეტალური შემთხვევაა, რაც ოკუპირებულ რეგიონში covid-19-ს უკავშირდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში არაღიარებულ რესპუბლიკაში ანტირეკორდი დაფიქსირდა - კორონავირუსი 59 ადამიანს დაუდასტურდა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი დაინფიცირდა.

ოკუპირებულ სამაჩაბლოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 293 შემთხვევა დადასტურდა.