კოვიდინფიცირებული 15 წლის გოგო მართვით სუნთქვაზეა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 15:02
კოვიდინფიცირებული 15 წლის გოგო მართვით სუნთქვაზეა

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის გოგო მართვით სუნთქვაზეა. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

უცნობია აქვს თუ არა მოზარდს თანხმლები დაავადებები.

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული100-მდე პაციენტიდან რეანიმაციულ განყოფილებაში 11 ადამიანი მკურნალობს.

დილის მონაცემებით, საქართველოში 70-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 7 827 პაციენტი და გარდაიცვალა 128 ადამიანი.