აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 16:09
აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

რუსი დეპუტატის, ვიტალი მილონოვის ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში ვიზიტის გამო, აზერბაიჯანმა რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ 16 ოქტომბერს ვიტალი მილონოვი სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციისკენ მომართული პროვოკაციული განცხადებები გააკეთა.

მანამდე დეპუტატი აზერბაიჯანმა შავ სიაში შეიყვანა. 

როგორც რუსულ მესიასთან საუბარში განმარტავს ვიტალი მილონოვი, ის მთიან ყარაბაღს ჰუმანიტარული მიზნებით ეწვია.