ტრაგედია ასპინძაში - 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსმა გადაუარა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 16:56
ტრაგედია ასპინძაში - 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსმა გადაუარა

უბედური შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ რუსთავში. "რუსთვვი2"-ის ინფორმაციით, ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა.

ადგილობრივების თქმით, მცირეწლოვანი გაჩერებული მანქანის ქვეშ შეძვრა, მძღოლმა კი ამის შესახები არაფერი იცოდა.

"რძეს რომ კრებს მოსახლეობაში, ფორდის მიკროავტობუსი, ეგ მანქანა იყო სახლთან გაჩერებული. ბავშვი არავის დაუნახავს. მძღოლი დაჯდა, დაქოქა და გადაუარა," - ამბობენ ადგილობრივები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.