ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ამობეჭდვა · 17 / 10 / 2020 21:57
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

გასულ 24 საათში, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსზე ტესტირება 403 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს 156 ადამიანი, მათ შორის  125 კოვიდინფიცირებულია. 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 21-ის კი საშუალო სიმძიმისაა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 796 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1 187 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.