თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 18 / 10 / 2020 18:07
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

 თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება. ანძის განათების თხოვნით დედაქალაქის  მერიას აზერბაიჯანის საელჩომ მიმართა. ქვეყანა 18 ოქტომბერს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

დედაქალაქის მერია ტრადიციულად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების  აღსანიშნავად, თბილისის ანძას მათი სახელმწიფო დროშების ფერებში ანათებს. წელსაც ანძა განათდა ბრაზილიის, თურქმენეთის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ლიბიის, ინგლისის, სომხეთის, აშშ-ის და გერმანიის  დროშების ფერებში".