ეკატერინე ტიკარაძე: თითოეულ ოჯახის ექიმს მონიტორინგზე 3-დან 5-მდე პაციენტი ეყოლება
ამობეჭდვა · 19 / 10 / 2020 14:42
ეკატერინე ტიკარაძე: თითოეულ ოჯახის ექიმს მონიტორინგზე 3-დან 5-მდე პაციენტი ეყოლება

მივდივართ იმ პრინციპით, რომ ოჯახის ექიმები თავიანთი უბნის მიხედვით იქნებიან კავშირზე პაციენტებთან. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ამ ფილტრით მოხდეს პაციენტების გადანაწილება, რაც უფრო მეტად მოქნილს გახდის ამ პრიცესს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის შესაბამისად ექიმებზე ზარების გადანაწილება არ იქნება დიდი რაოდენობის.

„თითოეულ ექიმს დღევანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე, მონიტორინგზე 3-დან 5-მდე პაციენტი ეყოლება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.