სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2020 11:58
სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავლენ.

მინისტრის განმარტებით, ეს არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

„მოგეხსენებათ საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ“,-აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.