ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2020 12:22
ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელომძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია.

„კორონავირუსის 1 194 შემთხვევიდან 706 სიმპტომებიანი პაციენტია, 222 ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, 60 არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, 35 თვითიზოლაციაში მყოფი პირია, დანარჩენი შემთხვევები მცირე ჯგუფებზე ნაწილდება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.