"გარდაიცვალა სახლში. კოვიდინფექციით. საავადმყოფომდე ვერ მიაღწია..."
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2020 12:53
"გარდაიცვალა სახლში. კოვიდინფექციით. საავადმყოფომდე ვერ მიაღწია..."

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანა მანაგაძე პოსტს აქვეყნებს:

"გარდაიცვალა სახლში. კოვიდინფექციით. საავადმყოფომდე ვერ მიაღწია. არ ჰქონდა გუშინ მაღალი სიცხე. ამ ტემპერატურით საავადმყოფოები არ იღებენ პაციენტებს. დღეს მოულოდნელმა სიკვდილმა იმსხვერპლმა ჩემი ძვირფასი და საყვარელი ბიძაშვილი დოდო მესხი .
 და კოვიდთან დაკავშირებულ არცერთ სტატისტიკაში შევა .
ყველაფერი კარგად და კონტროლქვეშ კი არა, ძალიან ცუდადაა. ადამიანებმა თვითონ უნდა გაუფრთხილდნენ თავს ზედმიწევნით. მხოლოდ ჰიგიენის იმედად უნდა ვიყოთ", - წერს ანა მანაგაძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი.

გარდაიცვალა სახლში . კოვიდინფექციით. საავადმყოფომდე ვერ მიაღწია. არ ჰქონდა გუშინ მაღალი სიცხე. ამ ტემპერატურით...

Posted by Ana Managadze on ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020