მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2020 13:34
მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მაჭავარიანის ქ. N16-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ათეული წელია ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 969 ლარია გამოყოფილი.