შეგიძლიათ დამირეკოთ - კოვიდპანდემიის პირობებში ექიმი უფასო დახმარების ინიციატივით გამოდის
ამობეჭდვა · 20 / 10 / 2020 17:00
შეგიძლიათ დამირეკოთ - კოვიდპანდემიის პირობებში ექიმი უფასო დახმარების ინიციატივით გამოდის

ექიმი თამარ ცანავა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ პაციენტების დამხარების ინიციატივით გამოდის, ვისაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან წვდომა არ აქვთ.

"ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები კოვიდთან დაკავშირებით... გულს მტკენს როცა მესმის, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, ცხელ ხაზს...

ვფიქრობ შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას თუ არ გაქვთ დროული რეკომენდაციები. ვარ სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი. და 35 წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი.

იქნებ სხვებმაც მომბაძონ და დავეხმაროთ საჭიროების მქონე პაციენტებს.
სატელეფონო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 599 106629
თუ ვინმეს არ გაქვთ ანგარიში რომ დამირეკოთ, მომწერეთ პირადში და მე გადმოგირეკავთ", - წერს თამარ ცანავა.

ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები კოვიდთან დაკავშირებით... გულს მტკენს როცა მესმის, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს,...

Posted by Tamar Tsanava on სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2020