„საქართველოს ბანკი“ განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2020 10:34
„საქართველოს ბანკი“ განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს ბანკმა" ზუგდიდში, ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მომხდარი ინციდენტისა და ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინდელ მოვლენებში ჩართული ბანკის ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდაა.

"გუშინდელ მოვლენებში ჩართული ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი და პოლიციელი ახლა უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა. აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. მადლობა გულშემატკივრობისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში.