გიორგი გახარია: თუ ჩვენი მოსახლეობის 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2020 15:17
გიორგი გახარია: თუ ჩვენი მოსახლეობის 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება

„დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ეპიდემიოლოგებთან და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოსახლეობის 90% ატარებს პირბადეს, ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ეპიდემიოლოგებთან და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოსახლეობის 90% ატარებს პირბადეს, ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით მცირდება. ეს არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ინსტრუმენტი ვერ გამოიგონეს, ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ელემენტალური ჰიგიენის წესების დაცვა, ამიტომ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფიცირების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ეკონომიკას, ასევე მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებზე, რადგან ისინი არიან რისკის-ჯგუფში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.