“პოლიციელებმა, რომლებმაც ეს საქმე საკუთარ თავზე აიღეს, ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინეს” – მამუკა არეშიძე
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2020 15:53
“პოლიციელებმა, რომლებმაც ეს საქმე საკუთარ თავზე აიღეს, ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინეს” – მამუკა არეშიძე

ექსპერტი მამუკა არეშიძე, გუშინ, ზუგდიდის „საქართვეკლოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს:

„მსჯელობა და შეფასება, ვინ სწორად მოიქცა და ვინ – არა, ყველაზე მარტივია. მსოფლიო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო წარმატებული სპეცოპერაცია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მძევალი გადარჩა, სისხლი არ დაიღვარა და ყველაფერი დამთავრდა შედარებით მშვიდობიანად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა პოლიტიკანობა დაიწყო და სამართალდამცავების კრიტიკით პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა, მე ვფიქრობ, რომ გადადგმული ნაბიჯები იყო გააზრებული და სწორი. პოლიციელებმა, რომლებმაც ეს საქმე საკუთარ თავზე აიღეს, ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინეს.”