მამუკა მდინარაძე: მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება
ამობეჭდვა · 22 / 10 / 2020 17:07
მამუკა მდინარაძე: მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება

უდიდესი ვაჟკაცობა და პროფესიონალიზმი სჭირდება ასეთი ღონისძიებების უმსხვერპლოდ ჩატარებას და მით უმეტეს, მძევლების ჩანაცვლებას საკუთარი თავით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე​ Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, სჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება!

„ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს პოლიციას! არც ვახო გომელაურის, არც ავთო გალდავას და არც ძალიან ბევრი პოლიციელის, რომლებიც ასეთივე ჟინით ემსახურებიან ქვეყანას, პროფესიონალიზმსა და ვაჟკაცობაში არასდროს, არც ერთი წამით შემპარვია ეჭვი! მადლობა! პოლიციელი გმირია! მჯერა, საპოლიციო ღონისძიების მეორე ეტაპიც ანალოგიური წარმატებით შესრულდება და დასრულდება!“, - წერს მამუკა მდინარაძე.