საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2020 11:02
საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

სულ საქართველოში კორონავირუსის 24562 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 9751 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 183 ადამიანი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში  4408 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3155, 
კოვიდ სასტუმროში იმყოფება 1848 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 41-ს შეადგენს.