ავტომობილის მფლობელი, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალთან მიიყვანა, შსს-ს თანამშრომელია
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2020 11:28
ავტომობილის მფლობელი, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალთან მიიყვანა, შსს-ს თანამშრომელია

იმ ავტომობილის მფლობელი, რომელმაც შეიარაღებული პირი ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალთან მიიყვანა, შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, დავით მატუა არის. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანიასთან დავით მატუას ძმა აცხადებს, შეიარაღებული პირი მის ძმას გზაზე გადაუხტა და მას დანიშნულების ადგილამდე მისვლა უბრძანა.

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, "112"-ის მოქმდი თანამშრომელი, დავით მატუა უკვე გამოკითხულია პოლიციის მიერ. რაც შეეხება ავტომობილს, მას ექსპერტიზა უტარდება.