მთაწმინდაზე, ორ მისამართზე სადარბაზოების რეაბილიტაცი მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 23 / 10 / 2020 13:06
მთაწმინდაზე, ორ მისამართზე სადარბაზოების რეაბილიტაცი მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჯერად, სადარბაზოების რეაბილიტაცია ორ მისამართზე მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოები ვ. ბარნოვის ქ. №71-ში და მაყაშვილის ქ. №15-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 391 ლარია გამოყოფილი.