საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2020 11:18
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 201-ს შეადგენს.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 604 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ათი პაციენტი გარდაიცვალა.