კორონავირუსით 3 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2020 12:48
კორონავირუსით 3 პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 551 კოვიდდადებითი პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4000-ს აჭარბებს, თვითიზოლაციაშია 12 000-მდე პირი.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 271 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარაში 6 624-ს აღწევს.