„სამსუნგის“ ხელმძღვანელი ლი კუნ-ჰი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 25 / 10 / 2020 14:20
„სამსუნგის“ ხელმძღვანელი ლი კუნ-ჰი გარდაიცვალა

„სამსუნგის“ ხელმძღვანელი ლი კუნ-ჰი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ლი კუნ-ჰი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გულის პრობლემების გამო საავადმყოფოში იმყოფებოდა.

წარმოშობით სამხრეთ კორეელი ლი კუნ-ჰი 21 მილიარდი დოლარის მფლობელი და ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.

კომპანია „სამსუნგი“ ლი კუნ-ჰის მამამ, ლი ბიონ ჩხოლმა 1938 წელს დააარსა.

„როიტერი“ წერს, რომ გლობალური მასშტაბის წარმატებას კომპანიამ სწორედ ლი კუნ-ჰის დროს მიაღწია.