საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 26 / 10 / 2020 11:13
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანობაში ქვეყანაში covid-19-ს 215 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 30303-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.