მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა გაუარესდა - პოლიტიკოსს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აქვს
ამობეჭდვა · 26 / 10 / 2020 11:23
მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა გაუარესდა - პოლიტიკოსს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აქვს

კორონავირუსით ინფიცირებულ „ლელოს" თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარაესდა. მას პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აქვს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მამუკა ხაზარაძე ისევ ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. მაღალი ტემპერატურა აქვს. გუშინ ფილტვების ანთება დაუფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“,-განმარტავენ "ლელოს" პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძის ინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ხაზარაძის განცხადებით, მას დაბალი სიცხე დაუფიქსირდა, რის გამოც Pcr ტესტი გაიკეთა. ტესტმა covid 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.