ეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა - მიხეილ სააკაშვილი
ამობეჭდვა · 26 / 10 / 2020 17:32
ეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას, deepfake სისტემის შესაძლო გამოყენებაზე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

როგორც ვიდეოში ექსპრეზიდენტი აცხადებს, არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს და "ქართული ოცნება" ხელისუფლების გადასაბარებლად უნდა მოემზადოს.

„ეხ ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა. საიდან გაიგო რომ მე აქედან და ნაციონალური მოძრაობა ადგილზე ვაპირებთ, როგორც თითონ თქვეს დიფფეიქი სისტემით არჩევნების გაყალბებას.

ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა, კიდევ კარგი დროზე გაიგეს. მსოფლიოში პირველი უნიკალური მოვლენა იქნება როცა ოპოზიცია აყალბებს არჩევნებს. ეს ყველაფერი ხუმრობით, ვაი მაგათ პატრონს.

აგებენ არჩევნებს დიდი უპირატესობით და დაიწყეს ლაპარაკი, რომ თურმე ჩვენ გავაყალბებთ არჩევნებს. სინამდვილეში, რაზეც შეშფოთდნენ ისაა, რომ პირველად, მთელი არჩევნების განმავლობაში, ადრე იდეალური მსხვერპლივით რომ ვიქცეოდით, უკრაინელი სპეციალისტების, ამერიკასა და ინგლისში მომუშავე „აიტიშნიკების“, უცხოელების დახმარებით შევქმენით სახის და სხეულის ამოცნობის სისტემა, რომელიც მათ კარუსელებს პრაქტიკულად დაუბრკოლებელ ბარიერებს უქმნის. აღარ იციან ახლა რა ქნან, რადგან გაყალბებული სიები აქვთ, აპირებენ, რომ არარსებულ ხალხს მიაცემინონ ხმა. ეს არის ივანიშვილის ბოლო იმედი. აბა კამპანიას ეგ არ აწარმოებს და საარჩევნო ბრძოლაში არ იმყოფება, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვა. არჩევნებს დავაკვირდებით, გავიმარჯვებთ. მოემზადონ გუდა-ნაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ,“, - აცხადებს სააკაშვილი.