ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 26 / 10 / 2020 19:39
ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობს

საქართველოს ბანკზე სავარაუდო შეიარაღებული თავდამსხმელის, ბადრი ესებუას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობს. ადილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.

მანამდე ":მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ესებუა დააკავეს. თუმცა, ამ დროისთვის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმად ესებუა ძალოვანებს ისევ გაექცათ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 20:00 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული.

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმა 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებულმა პირმა 43 მძევალი აიყვანა. ბოროტმოქმედმა მძევლები 500 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.