ფიფა-ს პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 27 / 10 / 2020 22:01
ფიფა-ს პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაცხადა, რომ ორგანიზაციის პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კორონავირუსით დაავადდა.

მას შემდეგ, რაც ინფანტინომ დადებითი ტესტი ჩააბარა COVID-19-ზე, ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

იტყობინებიან, რომ ფედერაციის პრეზიდენტს ავადმყოფობის საშუალო სიმძიმის სიმპტომები აქვს და კარანტინში მინიმუმ 10 დღე იქნება.