საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2020 11:00
საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 33 858 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 197 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 14 829.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 253-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 769 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 832 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 249-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 262 პაციენტი.