საქართველოში ყველაზე უხუცესი ომის ვეტერანი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2020 13:26
საქართველოში ყველაზე უხუცესი ომის ვეტერანი 106 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოში მცოხვრები ყველაზე უხუცესი სამამულო ომის ვეტერანი ახალქალაქში 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.



სამსონ ოგანესიანი 106 წლის იყო.



იგი ახალქალაქის რაიონის სოფელ დიდ სამსარში დაიბადა. ოგანესიანი დიდი სამამულო ომის დროს მეთაურობდა 47-ე ქვეითი ნეველსკის დივიზიის 353-ე ქვეითი პოლკის ასეულს.



მას გადაეცა მრავალი ჯილდო, მათ შორის, პირველი ხარისხის სამამულო ომის ორდენი და მედალი “მამაცობისთვის”.



1959 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ დეპუტატად. ექვსი ათწლეულის განმავლობაში იგი მუშაობდა ახალქალაქის რაიონის ხელმძღვანელ თანამდებობებზე, 1992 წელს კი პენსიაზე გავიდა.