აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის არმიის მიერ ქალაქ ბარდას დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
ამობეჭდვა · 28 / 10 / 2020 15:02
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის არმიის მიერ ქალაქ ბარდას დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის არმიის მიერ ქალაქ ბარდას დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთის არმიამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩი“ გამოიყენა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბარდაში არიან დაშავებულები და დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბარდას დაბომბვის შესახებ 27 ოქტომბერსაც განაცხადა. ოფიციალურ ბაქოში ამბობენ, რომ ბარდას დაბომბვის გამო, ქვეყნის არმიამ საპასუხო ნაბიჯები გადადგა და მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.