საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2020 10:55
საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.


მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 16 904-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 324 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 209 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 346-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.