საშემოდგომო რგვები გრძელდება
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2020 11:24
საშემოდგომო რგვები გრძელდება

მთაწმინის რაიონის გამგეობამ რამდენიმე მისამართზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, ჭონქაძის, ქიაჩელისა და მანჯგალაძის ქუჩებზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო.

სამუშაოების ფარგლებში, წვრილფოთოლა იფანი, სამხრეთის აკაკი, მინდვრის ნეკერჩხალი, უნგრული ცაცხვი და აღმოსავრული ჭადარი დაირგო.