მთაწმინდის რაიონში 22 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2020 11:56
მთაწმინდის რაიონში 22 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა

მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში 22 ლიფტი რეაბილიტირდა. სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყველა მისამართზე ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა.

სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.

2020 წლის ბოლომდე, რაიონის მასშტაბით, კიდევ რამდენიმე ლიფტის რეაბილიტაცია-მოწყობაა დაგეგმილი.