მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 29 / 10 / 2020 16:15
მთაწმინდაზე თანადაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბაქრაძის ქ. N11-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ათეული წელია ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 692 ლარია გამოყოფილი.