არჩევნები თავზე დაგვახიეს! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით - ნანუკა ჟორჟოლიანი
ამობეჭდვა · 01 / 11 / 2020 10:34
არჩევნები თავზე დაგვახიეს! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით - ნანუკა ჟორჟოლიანი

არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
 

"მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა ოცნებას ოქმზე როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48. (ასლი ინახება, სადაც 18 ეწერა)
არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას!

თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით და თუ არ გაუვათ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ამ დროისთვის, 2556 უბნის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48.8%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 26.07%, „ევროპულმა საქართველომ“ კი 3.79% მიიღო