მთაწმინდაზე, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 02 / 11 / 2020 21:23
მთაწმინდაზე, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის გამგეობამ, ჟვანიას ქ. N3-ში, ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. სკვერის ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდა და ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა.

პროექტის ფარგლებში, 1450 კვ. მ. ფართობზე საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო, ხოლო არსებული კიბეები და მოაჯირი ტრავენტინის ქვით მოპირკეთდა. მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი. სკვერში, ასევე, განათების ქსელი და სარწყავი სისტემა მოეწყო. განახლდა არსებული შადრევანიც.

ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები - მწვანე ნარგავებისთვის შესაბამისი ზონები გამოიყო, სადაც სხვადასხვა სახის ხე-მცენარე დაირგო. შესაბამისი ინვენტარი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 468 377 ლარი გამოიყო.