რეკომენდაციები ბინაზე მკურნალობის დროს - ექიმის რჩევები covid-19-თან მიმართებით
ამობეჭდვა · 07 / 11 / 2020 11:00
რეკომენდაციები ბინაზე მკურნალობის დროს - ექიმის რჩევები covid-19-თან მიმართებით

ახალი კორონავირუსის ბინაზე მკურნალობასთანან დაკავშირებით, ექიმი ნანა სხილაძე რეკომენაციებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

ძალიან ბევრი ადამიანი, ნაცნობი ,მეზობელი , მწერს დაბნეული , არ იცის როგორ მოიქცეს და გადავწყვიტე ყველა დეტალი რაც მნიშვნელოვანია დავწერო კოვიდ დადებითებისთვის როგორ უნდა მოიქცნენ სახლში მკურნალობის დროს.

თავდაპირველად შეგახსენებთ სიმპტომებს ესენია:

-მთლიანი სხეულისა და კუნთების ტკივილი
- თვალების წვა და ტკივილი
-თავის ტკივილი
- გულის რევის შეგრძნება ან პირღებინება
- ფაღარათი
- სურდო ან იშვიათად გაჭედილი ცხვირი
- წვა შარდვისას
- მაღალი ტემპერატურა
- ყელის სიმშრალე ფხაჭვნა ან ტკივილი

(არასრული ჩამონათვალია რადგან დროდადრო მეტი სიმპტომები ჩნდება როგორიცაა სისხლჩაქცევები უმეტესად ბავშვებში კანზე. ასევე გამონაყარი. ყურების დაგუბება.)

დაინფიცირების მე 4 დან მე 8 დღემდე გრძელდება მეორე ანუ ანთების ფაზა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები. 

-გემოს და სუნის შეგრძნების დაკარგვა

-დაღლილობის შეგრძნება უმნიშვნელო მოძრაობისას 

-ტკივილი გულმკერდის არეში ან თირკმლის არეში

შეეცადეთ არ აგერიოთ დაღლილობის შეგრძნება სუნთქვის უკმარისობაში .

დაღლილობისას ადამიანი ასრულებს მარტივ მოძრაობას და მაშინვე იღლება, ხოლო სუნთქვის უკმარისობის დროს მჯდომარე მდგომარეობაშიც კი აღინიშნება ქოშინი ჩასუნთქვა ამოსუნთქვის გაძნელება.

მე9 დღიდან იწყება მესამე ფაზა ანუ გამოჯანმრთელების ფაზა რომელიც მე-14 დღემდე გრძელდება .