"ძალიან შემეცოდა ფაშინიანი...ამხელა ტვირთის ტარება არაა მარტივი..." - პოლიტოლოგი
ამობეჭდვა · 10 / 11 / 2020 18:30
"ძალიან შემეცოდა ფაშინიანი...ამხელა ტვირთის ტარება არაა მარტივი..." - პოლიტოლოგი

პოლიტოლოგი გიორგი კანაშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"დავიწყოთ „ადამიანურით“: შეუძლებელია წაგებულისადმი ემპათია არ გაგიჩნდეს, ძალიან შემეცოდა ფაშინიანი...ამხელა ტვირთის ტარება არაა მარტივი...

ეხლა ექსპერტული:

-მივიღეთ ის, რომ რეგიონში დამატებით 2 ათასი რუსი ჯარისკაცი გვეყოლება; რაც აშკარად ზრდის რუსეთის ბერკეტებს, როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე; და ბუნებრივია ჩვენზეც;

-ანუ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის თავზე, რუსეთი სამხრეთ კავკასიის ყველა სუბიექტშია წარმოგენილი სამხედრო ძალით;

-ნაწილობრივ მოძლიერდა თურქეთიც, თუმცა ეს მოძლიერება მაინც უფრო სიმბოლურია;

-სომხეთს ამ ომის შედეგად, საბოლოო ჯამში, იმაზე უარეს პირობებზე დათანხმება მოუწია ვიდრე მშვიდობით შეეძლო მიღება; ანუ დათმო ყველა რაიონი, პლიუს უშუალოდ ყარაბაღის ტერიტორიის გარკვეული ნაწილები (მათ შორის შუშა); ამ ყველაფერს დამატებული - ადამიანური დანაკარგები, ეკონომიკური ზარალი, ფსიქოლოგიური ტრამვა, და როგორც ჩანს პოლიტიკური არასატაბილურობა; და ხო - სავარაუდოდ კიდევ უფრო მიბმა რუსეთთან (თუმცა ანტირუსული განწყობები შეუძლებელია არ გაძლიერდეს);

-ალიევთა ოჯახის მმართველობა აზერბაიჯანში, გაურკვეველი ვადით გახანძლივდა; მან მიაღწია, იმის მაქსიმუმს, რაც შეეძლო დაედო ამ ვითარებაში; იგი რეალისტია და ძალიან კარგად ესმოდა, რომ ყარაბაღის მთლიანად ხელში ჩაგდება - შეუსრულებელი მისია იყო; ამასთანავე - შეთანხმების ტექსტში, აღარაა ნახსენები ყარაბაღის სტატუსზე შემდგომი დისკუსიები - ანუ ეს თემაც დაიხურა, აზერბაიჯანის სასარგებლოდ;

-შეთანხმების თანახმად, კონტინენტური აზერბაიჯანი ნახიჩევანს უკავშირდება და შესაბამისად თურქეთს; ნიშნავს ეს, რომ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია გადახედვას ექვემდებარება? დღეს და ხვალ არა, მგონი წლების ამბავია - თუმცა ამ მიმართულებით აშკარად გველის ცვლილებები; საფიქრალია (დაკავშირება ნიშნავს, იქ არსებული ინფრასტრუქტურის აზერბაიჯანის მიერ გამოყენება და არა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანულ იურისდიქციას);

-ამ ყველაფრის შემხედვარე - ცხინვალში, კიდევ უფრო განმტკიცდებიან აზრში, რომ რუსეთთან მიერთებაა საჭირო (თორე შეიძლება დადგეს დრო და ჩვენც გაგვცვალონ რამეშიო), სოხუმშიც - არაა გამორიცხული ფიქრი აქეთ გაექცეთ.

აი დაახლოებით ასე მეგობრებო... და კიდევ - ჩვენ, თუ არ მოვეშვებით უკაცრავად და „მაიმუნობას“, თუ არ ავუწყობთ დროსა და ჟამს ფეხს, არც ჩვენ გველის უკეთესი დღეები წინ!
და სულ მთლად ბოლოს: ყარაბაღის ამბავი ერთსაც გვასწავლის - რთულმა კომპრომისმა, თუ იგი დროულადაა მიღწეული, შესაძლოა ბევრი უბედრურება აგვარიდოს თავიდან!", - წერს ფეისბუქზე კანაშვილი.