მთაწმინდის რაიონში კიდევ 2 გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა
ამობეჭდვა · 11 / 11 / 2020 17:04
მთაწმინდის რაიონში კიდევ 2 გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

ჯაფარიძის და პეტრიაშვილის ქუჩებზე საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულდა, რაც სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

პროექტის ფარგლებში მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 64 726 ლარი დაიხარჯა.