გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი
ამობეჭდვა · 13 / 11 / 2020 10:20
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი დღეს გახდება ცნობილი

დღეს, მცხეთის რაიონული სასამართლო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
დაკავებული 6 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.

დაკავებულ არასრულწლოვნებს შაქარაშვილის საქმეზე ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს წაყენებული.

გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზად სახელდება ასფიქსია, წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული აქვს დაზიანებები.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა. მოგვიანებით მისი ცხედარი მდინარეში აღმოაჩინეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.