საბერძნეთში შეზღუდვები მკაცრდება
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2020 15:26
საბერძნეთში შეზღუდვები მკაცრდება

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 4-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალება.

შეკრებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის პოლიტიკური პარტიები 5 000 ევროთი, შეკრებების ორგანიზატორები 3 000 ევროთი ხოლო მონაწილეები 300 ევროთი დაჯარიმდებიან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსის 72,510 შემთხვევაა დაფიქსირებული.