ტოჩინოშინმა იაპონიის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2020 15:51
ტოჩინოშინმა იაპონიის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა. მისი სატურნირო მდგომარეობა ამჟამად 5 მოგება და 3 მარცხია.

ტოჩინოშინი დღეს მეისეის შეხვდა და ჰატაკიკომის ილეთით სძლია.

ქართველმა სუმოისტმა იაპონელს წონასწორობა დააკარგინა და დოჰაიოზე დააგდო.

მომდევნო შეხვედრა ტოჩინოშინს აღმოსავლეთის მე-10 მაჰაშირა რიუდენთან ექნება.