მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2020 18:30
მსოფლიოში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 54 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 54 046 529 შემთხვევა გამოვლინდა, 1 313 201 ადამიანი გარდაიცვალა, 34 807 890 კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 10 906 725 შემთხვევაა გამოვლენილი და 245 614 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.