ბარამიძე „ლელოს“: რას ჰქვია, მიტინგზე პარტიის ათასობით მხარდამჭერი გინდა და მათი ლიდერი არ გინდა?
ამობეჭდვა · 15 / 11 / 2020 21:20
ბარამიძე „ლელოს“: რას ჰქვია, მიტინგზე პარტიის ათასობით მხარდამჭერი გინდა და მათი ლიდერი არ გინდა?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე „ლელოს“ აკრიტიკებს.


კერძოდ ბარამიძე ეხმაურება ფაქტს, როდესაც ბათუმში მიმდინარე აქციას „ლელო“ გამოეთიშა.

„ზუსტად არ ვიცი, რატომ დატოვა „ლელომ“ აქცია, თუმცა, თუ ამის მიზეზი გახდა ის, რომ აქ ადამიანების უმრავლესობას ხელში ეჭირა ფლაერი წარწერით - „მიშა ჩამოდი“, ეს არასერიოზულია. მათ ლიდერებს მოუწევთ განმარტების გაკეთება. რას ჰქვია, მიტინგზე გინდა პარტიის ათასობით მხარდამჭერი და მათი ლიდერი არ გინდა?! თუ ვიღაცას მიზეზების მოძებნა უნდა, რათა ივანიშვილის პირობებს დათანხმდეს, ეს სხვა საქმეა", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.