ირკლი ოქრუაშვილი - არ მესმის ხალხის, რომელიც მზადაა ერთადერთი გათხოვილი ქალიშვილი ქმარს გააშოროს და მე მომათხოვოს, მაგრამ ხმას სხვას აძლევს
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2020 13:26
ირკლი ოქრუაშვილი - არ მესმის ხალხის, რომელიც მზადაა ერთადერთი გათხოვილი ქალიშვილი ქმარს გააშოროს და მე მომათხოვოს, მაგრამ ხმას სხვას აძლევს

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"სამი კატეგორიის ხალხის არ მესმის:
- ცოლ-ქმარის, რომელიც საერთო ფეისბუქ ანგარიშს აკეთებს;
- ხალხის, რომელიც კომენტარებში და პირადში "შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე"-ს მწერს ყოველთვის, მზადაა ერთადერთი გათხოვილი ქალიშვილი ქმარს გააშოროს და მე მომათხოვოს, მაგრამ ხმას სხვას აძლევს;
და
- ნაცების, რომლებმაც საბურთალოზე ხმა ელისაშვილს მიცეს და დღეს აღშფოთებული წერენ მასზე", - წერს ფეისბუქზე ოქრუაშვილი.