კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა - შემთხვევა ბათუმში
ამობეჭდვა · 16 / 11 / 2020 20:27
კორონავირუსით 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა - შემთხვევა ბათუმში

ბათუმში კორონავირუსით 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განაცხადებით, უწყება აღნიშნულ შემთხვევას ყურადღებით შეისწავლის.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია. შევისწავლით ამ შემთხვევას, საყურადღებოა და სამინისტრო შესაფერის რეაგირებას მოახდენს, იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2"-თან საუბარში.



ვრცელდება ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანი დიალიზზე იმყოფებოდა.