მთაწმინდის რაიონში ფიტნეს ზონები მოეწყო
ამობეჭდვა · 17 / 11 / 2020 10:21
მთაწმინდის რაიონში ფიტნეს ზონები მოეწყო

მთაწმინდის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონები მოეწყო. მიმდინარე წელს, ფიტნეს ზონები 6 მისამართზე განთავსდა.

სამუშაოები განხორციელდა:

• ამაღლების ქუჩაზე;

• ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე;

 • ოქროყანაში, გელოვანის ქუჩაზე;

• ოქროყანაში, ბ-ზონაში, სპორტული მოედნის მიმდებარედ;

• კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე;

• ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 162 900 ლარი გამოიყო.